|
|
|
|
|
Barbie- Mermaidia / ბარბი– ჯადოსნური ქვეყანა მერმედია (ქართულად) ჟანრი: ქართულად ავტორი: vajaqushashvili ნანახია: 6401 |
დრაკონის მომთვინიერებელი | ქართულად ჟანრი: ქართულად ავტორი: vajaqushashvili ნანახია: 4684 |
Mamma Mia! / მამა მია! (ქართულად) ჟანრი: ქართულად ავტორი: vajaqushashvili ნანახია: 3566 |
მისის დაუთფაიერი ჟანრი: ქართულად ავტორი: vajaqushashvili ნანახია: 3117 |
Space Jam / კოსმიური ჯემი (ქართულად) ჟანრი: ქართულად ავტორი: vajaqushashvili ნანახია: 3112 |
მაგდანას ლურჯაშავ-თეთრი. 67წთ. კინოსტუდია "ქართული ფილმი” ეკატერინე გაბაშვილის ამავე სახელწოდების მიხედვით. სცენარის ავტორი-კარლო გოგოძე, დამდგმელი რეჟისორები:თენგიზ აბულაძე, რეზო ჩხეიძე. როლებში: მაგდანა-დუდუხანა წეროძე, სოფო -ლიანა მოიწრაფიშვილი, კატო- ნანი ჩიქვინიძე, მიხო-მიხო ბორაშვილი, მენახშირე მიტუა-აკაკი კვანტალიანი, გიგო პაპა-ალექსანდრე ომიაძე, მამასახლისი-აკაკი ვასაძე, ვანუა-კარლო საკანდელიძე, მოსამართლე-ალექსანდრე თაყაიშვილი, გაბო-სტეფანე გრიქუროვი. 1956-კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალზე გრან-პრი მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში. 1956-ედინბურგის საერთაშორისო კინოფესტივალზე საპატიომდიპლომი.
ღიმილის ბიჭებიფილმის შინაარსი: ფილმი სკოლის მერხიდან ახლადაფრენილ თბილისელ ბიჭებზეა, რომლებმაც II მსოფლიო ომის პირველსავე დღეებში ჩაიცვეს ჯარისკაცის ფარაჯა, დროებით გვერდზე გადადეს თავიანთი ოცნებები, გამოემშვიდობნენ ახლობლებს და ომის ქარცეცხლიან გზებზე მიმოიფანტნენ. აქედან დაიწყო მათი ცხოვრების ახალი ეტაპი, განცდებითა და უბედურებებით სავსე. მაყურებლის თვალწინ გუშინდელი ღიმილის ბიჭები მრავალჭირნახულ მებრძოლებად ყალიბდებიან.გამოშვების წელი: 1969წ. რეჟისორი: ე.ჟღენტი რედაქტორი: ა. მახარაძე როლებში: ლეილა ყიფიანი, კახა ქორიძე, გოჩა ლომია, თამაზ თოლორაია, ნუგზარ ბაგრატიონი, მიხო ბორაშვილი, თემურ ბაბლუანი, ბიძინა ჩხეიძე, ზურაბ ქაფიანიძე, თამარ თვალიაშვილი, შალვა გეჯაძე, ვიქტორ მიზინი, ვიქტორ პანჩენკო, შალვა ხერხეულიძე, გრიგოლ კოსტავა, ვახტანგ ნინუა, ნინო ახალაძე.
კვენტინის სათვალეინფორმაცია ფილმზე:ორიგინალი დასახელება: კვენტინის სათვალე გამოსვლის წელი: 2008 ჟანრი: საშინელება, ბოევიკი, ტრილერი, კრიმინალური, დეთექტივი რეჟისორი: გიორგი გერსამია როლებში: ლაშა-გიორგი პაპუაშვილი, ოთარ მიქელაძე (ბიზნესმენი), ვასილ ოდიშვილი, ლევან სუხიტაშვილი, ... ფილმის შესახებ: ორ მეგობარს კინოს გადაღება უნდა, მაგრამ მათ ამისთვის არც ფული აქვთ და არც ფულის შოვნის პერსპექტივა. სასტუმროში, რომელშიც ერთ-ერთი გმირი მუშაობს, გავლენიან "მაფიოზის” ძვირადღირებული სათვალე რჩება, რომლის ისტორიაც მეცხრამეტე საუკუნიდან იწყება და ლივორნოელი მეშუშიდან დაწყებული, ტეხასელი ცალყურა ბილით დამთავრებული, უამრავი ხალხის ხელში გაივლის. მეგობრები სათვალის ხელში ჩაგდებას ცდილობენ, თუმცა მათ ბევრი მოცილე ჰყავთ. გამომშვები: საქართველო ხანგრძლივობა: 1 სთ 0 წთ 45 წმ გახმოვანება: ქართული (ორიგინალი)
შეწყვეტილი სიმღერაჟანრი: კინომოთხრობარეჟისორი: ნიკოლოზ სანიშვილი მონაწილეობენ: იულიუს პანტიკი, ლია ელიავა, ვერიკო ანჯაფარიძე, დოდო ჭიჭინაძე, ოთარ კობერიძე, ალექსანდრე ომიაძე, კაროლ მახათა, ზურაბ (კუკური) ლაფერაძე და სხვები... შინაარსი: მეორე მსოფლიო ომის დროს სლოვაკი მეომარი მიშო ზვარა საქართველოში მოხვდება. სოხუმის ჰოსპიტალში დაჭრილი მეგობრის სანახავად მისული ქართველ ექიმს, ელიკო გელოვანს შეხვდება. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ ომი გრძელდება და ჯარისკაცი ფრონტზე ბრუნდება. ერთ–ერთ ბრძოლაში მძიმედ დაჭრილ, ფეხმოკვეთილ მიშოს კვლავ სოხუმის ჰოსპიტალში მოათავსებენ. იგი საყვარელ ქალთან შეხვედრას გაურბის, მაგრამ ელიკო მას თვითონ მოძებნის. ომის დამთავრების შემდეგ წყვილი სლოვაკეთში განაგრძობს ცხოვრებას.
კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვისდამდგმელი რეჟისორი: ბაადურ წულაძესცენარის ავტორები: გია ბადრიძე, ბაადურ წულაძე დამდგმელი ოპერატორი: გივი რაჭველიშვილი დამდგმელი მხატვარი: ბორის ცხაკაია კომპოზიტორი: მიხეილ (მიკა) ოძელი ხმის ოპერატორები: გურამ შუბლაძე, დიმიტრი გედევანიშვილი მემონტაჟე: ოფელია გევორქიანი მონაწილეობენ: გივი (გურამ) ფირცხალავა (ზაზა), ზურაბ ყიფშიძე (ოთარი), თენგიზ წულაია (ჟუგა), ვიქტორ ნინიძე (კარპოვიჩი), გეგა კობახიძე (ნუკრი), ბაადურ წულაძე, გია ბალიაშვილი, ნანა გერასიმოვა, მონიკა გუნია, ივანე საყვარელიძე, გივი თოხაძე, ზურაბ (კუკური) ლაფერაძე , რაფიკა ხაჩატურიანი, გია ბადრიძე, გურამ ჩხარტიშვილი, აბესალომ ლორია, ნ. სკლიარენკო, ა. ქოჩორიანი, თემურ მაღრაძე, მანუჩარ შერვაშიძე, ვიქტორ ბარკოვსკი, ვლადიმერ ივანოვი, ხათუნა მჭედლიძე, ნ. მენაბდე, მანანა ორბელიანი ფილმის აღწერა: ციხიდან გამოპარული რეციდივისტი ოთარ ობოლაძე ძველ ქურდს, კარპოვიჩს აიძულებს ძარცვაში მონაწილეობაზე დათანხმდეს. საქმეში სტუდენტ ნუკრისაც ჩაითრევენ და მსხვერპლად ნუკრის მეგობრის მამას, ნიკო ჩლაიძეს აირჩევენ. ნიკო შვილის მეგობარს კარს გაუღებს, მაგრამ სანამ გაძარცვავენ, მოულოდნელად გულის შეტევით კვდება. კარპოვიჩი მონეტების მითვისებას შეეცდება. რისთვისაც მას ოთარი მოკლავს. გაქცეული ნუკრი მანქანით გადაიჩეხება. გამომძიებელი ზაზა ოთარის კვალს ბათუმში მიაგნებს. პეტრას ციხის ნანგრევებთან მიმწყვდეული ობოლაძე იძულებული გახდება კანონდამცავებს ჩაბარდეს
სამი ამბავი ტელეფონით (1984) - ქართული ფილმიდამდგმელი რეჟისორი: ნარგიზა გარდაფხაძესცენარის ავტორი: ნარგიზა გარდაფხაძე დამდგმელი ოპერატორი: თენგიზ ლომიძე დამდგმელი მხატვრები: მალხაზ კუხაშვილი, ნოდარ ბადურაშვილი, ნელი ოქროპირიძე კომპოზიტორი: კახა ცაბაძე ხმის ოპერატორი: მერაბ გვანცელაძე მემონტაჟე: ნინო აბაშიშვილი მონაწილეობენ: გიორგი გურგულია (გიორგი – მხატვარი), სოფიკო კალანდაძე (სოფიკო), ინა სიხარულიძე (თამუნა), ოტია გორთამაშვილი (ოტია), ნიკა დავლალაშვილი (ლევანი), მაკა გარდაფხაძე (ეკა), ნესტან ვარდიაშვილი (მაია – მხატვარი) ფილმი მოგვითხრობს გარდამავალი ასაკის ბავშვების საინტერესო და, ამავე დროს, კომიზმით აღსავსე სამყაროზე
დაბადებულები საქართველოშიორიგინალი დასახელება: დაბადებულები საქართველოში გამოსვლის წელი: 2011 ჟანრი: ქართული , დრამა რეჟისორი: თამარ შავგულიძე როლებში: გიორგი (ბახალა) გიორგანაშვილი , ვანიკო თარხნიშვილი , ნუცა კუხიანიძე , თამრი ბზიავა, ... ფილმის შინაარსი: ფილმი ასახავს ომის შემდგომ პერიოდს, სადაც აბსოლუტურ პრასტრაციაში მყოფი ოთხი მეგობარი ცდილობს შეინარჩუნოს ადამიანობა, მეგობრობის უნარი და თავი გაართვას იმ არსებულ შტამპს, რომელსაც "დაბადებულები საქართველოში" ქვია. აუდიო & ვიდეო მონტაჟი: Apollon2012 რელიზ-ჯგუფი: GEO.SAITEBI.GE გამომშვები: საქართველო ხანგრძლივობა: 1 სთ 18 წთ 21 წმ გახმოვანება: ორიგინალი (ქართული)
ანოს და ვანოს თავგადასავალიდასახელება: ანოს და ვანოს თავგადასავალი ორიგინალი დასახელება: ანოს და ვანოს თავგადასავალი გამოსვლის წელი: 2011 ჟანრი: სათავგადასავლო, საოჯახო, ქართული კინო რეჟისორი: ლევან დაბრუნდაშვილი, ჯაბა მელქაძე როლებში:ნიტა ლომიძე, ზუკა ძამუნაშვილი, გოგა ბარბაქაძე, კახა კინწურაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ნიკა გრიგოლია, ვანო თარხნიშვილი, რუსკა მაყაშვილი, ბადრი კაკაბაძე, ნატუკა გულისაშვილი, ლუკა ტალახაძე აღწერა: ფილმი და–ძმის,ანოსა და ვანოს საზაფხულო თავგადასავალს მოგვითხრობს. დასაწყისში ირკვევა,რომ საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ჩამოტანილი ყველა დროის მსოფლიოს ხალხების ზღაპრების წიგნი გაუჩინარდა. ამ მოვლენის შემდეგ ყველა ზღაპრის წიგნიდან ქრება ნახატები,ნაწერები და ჩნდება ცალთვალა ბოროტი პერსონაჟის პორტრეტი. სწორედ ამ დროს,იწყება სოფელში დასასვენებლად წასული ანოსა და ვანოს ზღაპრული მოგზაურობა ფანტასტიკურ სამყაროში,რომლებსაც მეგზურობას ოჩოპინტრე გაუწევს. თქვენ არ ხართ საიტის წევრი, გაიარეთ რეგისტრაცია რათა გქონდეთ მეტი ფუნქციები და შესაძლებლობები!. გამოშვებულია : საქართველო ხანგრძლივობა : 1:45:49 გახმოვანება : ქართული ორიგინალი
სიყვარულის ბალადა/Love Ballade (ქართულად)დასახელება: Love Balladeორიგინალი დასახელება: სიყვარულის ბალადა გამოსვლის წელი: 2011 ჟანრი: კომედიური რეჟისორი: ირაკლი კაკაბაძე როლებში: რუსკა მაყაშვილი, ბაჩო ქაჯაია, გიორგი ვარდოსანიძე, ნოდარ გურგენაშვილი, კახა კინწურაშილი, ნანა ლორთქიფანიძე მოკლე აღწერა: მეგობრები: გიორგი, თემო და სანდრო აეროპორტში მიდიან, სადაც მათი ბავშვობის მეგობარი - ქეთა უნდა ჩამოფრინდეს. ქეთა 10 წელია ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, არქეოლოგიის კათედრაზე მუშაობს. ბიჭები აპირებენ ქეთას ბათუმი დაათვალიერებინონ, თუმცა მას გეზი კახეთისკენ, არქეოლოგიურ გათხრებზე აუღია. თან ქეთა მარტო არ არის, მას ამერიკელი არქეოლოგი მიჩი და უამრავი მშვენიერი სტუდენტი გოგონა ახლავს. ამდენი გოგონას... დანახვით მოხიბლული ბიჭები, ხალისით გადაწყვეტენ დელეგაციას კახეთში გაჰყვნენ, თან ნიძლავს დებენ, ვინ უფრო მეტ გოგონას „შეაბამს". გიორგი თამაშს მალე ჩამოშორდება, რადგან მასსა და ქეთას შორის, თანდათან ბავშვობის სიყვარული იღვიძებს, თუმცა ქეთა მიჩსაც უყვარს და იგი საქართველოში, სწორედ ამიტომაა ჩამოსული. . . გამოშვებულია: საქართველო/ღამის შოუს სტუდუა გახმოვანება: ქართული (ორიგინალი)
|